ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოსქრინი გაავრცელა.

„რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“,- წერს ნიკა მელია.

როგორც მიმოწერაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი ნიკა მელიას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს.