ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები.

მისი თქმით, ის დებატებზე მივიდა, რადგან კახა კალაძისთვის ეთქვა, რომ არის მოძალადე და კორუმპირებული და მელიას თქმით, ის არ აპირებს მასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნას.

„აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს [კახა კალაძეს] პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია აი ამას სჩადის. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს. ეს ადამიანი უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ… ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.