ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა იმართება

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა იმართება.

კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ დაიძრა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და მიმართულია ხელისუფლების პიარკამპანიის წინააღმდეგ.

„ხელისუფლება აგებდა პიარკამპანიას იმაზე, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იქცევა. სწორედ ამიტომ, მინიმალური შანსიც რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების შეფერხება რაიმე სახით დააბრალოს ოპოზიციას, ვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას დღეს რუსთავის ციხისკენ, სადაც უკვე 10 დღეა ბიძინა ივანიშვილს ნიკა მელია უკანონოდ ჰყავს გამოკეტილი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „მთავარ არხთან“.

დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება ოპოზიციამ 3 მარტს მიიღო.