„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება კვლავ შეუჩერდა.
საკითხი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და 79-მა დეპუტატმა მელიას მანდატის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
ნიკა მელიამ 29 ივლისს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო მანდატს და ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
„ოცნების“ მიერ დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების მიუხედავად, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.