ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ

პუბლიკა

პარტია ,,ახალის” ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.

მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.

ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირება.

მელიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ტვ პირველმა გაავრცელა.