ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანზე, რამდენიმე წუთის წინ შუქი წავიდა. ადგილზე იმყოფებიან როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ენმ-ის მერობის კანდიდატმა ადგილიდან მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემენ.
ადგილზე იმყოფება „ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანიც. მისი მისვლის შემდეგ უცნობმა პირებმა ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობმა პირმა მას თავში ჩაარტყა. ისმის გინება მისი მისამართით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.