ნიკა ობოლაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

პუბლიკა

ნიკა ობოლაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ მას ჰქონდა ინიციატივა რომელიც გულისხმობდა ცვლილებებს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ობოლაძის თქმით, ინიციატივამ პარტიაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც ახლის დაწყებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. ამ ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ კულისებს იქით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა, საჯაროდ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამიტომ ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. საბოლოო ჯამში ამ ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისიდან გამოიყვანოს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.