სააპელაციო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
აკო ჭელიძეს, რომელმაც კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა, მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი კავილაძეს კი 16 წლის ვადით აღეკვეთა თავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.