ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

პუბლიკა

ქართველმა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP 250 კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ორ სეტში მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს.  7:6(5), 6:2.

მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ბასილშვილმა ტურნირზე მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5

ნიკოლოზ ბასილაშილმა მატჩის შემდეგ თავის შვილსა და გულშემატკივარს მიმართა.

„ მამიკო, მინდა რომ გითხრა, შენ ხარ ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“, – თქვა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

საქართველოს 1 და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მაისში საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.