ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის" დირექტორი გახდა

პუბლიკა

ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის” დირექტორი გახდა. ცვლილებები რეესტრში 6 აგვისტოს აისახა.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „იმედის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ელდარ მდინარაძე და დაინიშნა ნიკოლოზ ლალიაშვილი.


ნიკა ლალიაშვილი „იმედის” გადაცემა „SWOT ანალიზის” წამყვანია. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”. ნიკა ლალიაშვილის პროდიუსერობით მომზადებული ფილმი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა და ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების ნაწილი ფილმის „მთავარ ხაზს” გაემიჯნა.