ნინო კალანდაძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ადასტურებს, რომ პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის უფლებით ისარგებლებს. რაც შეეხება გამოკითხვის თემას, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად.

ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანში ვიტყოდი, რომ წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა დუმს, და როცა ხელისუფლება ცდილობს საკუთარი ნაგავრილოვარი იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი უკვე აღარაფერია…”, – წერს ის.