„საქართველოს მთავრობა, გრცხვენოდეთ!” – წერს ფეისბუქზე ცნობილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი.
„რას ნიშნავს სანქციებს არ დაუჭერთ მხარს?!!! მთელი მოსახლეობა უჭერს, ათასობით ადამიანმა გუშინ დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია! ვინ გაძლევთ უფლებას საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წახვიდეთ?!!!
მინიმუმ სირცხვილია! ადამიანურ ფასეულობებზე, უღირსობაზე და ლაჩრობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ!!!!
ვინ თუ არა საქართველომ უნდა დაუჭიროს ყველანაირ სანქციას უპირველესყოვლისა მხარი, საკუთარი წარსული თუ აწმყოდან გამომდინარე. ვინ თუ არა ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვუთანაგრძნობდეთ უკრაინის ნებისმიერ, უდანაშაულო მოქალაქეს, რომელთა თავზეც ახლა ბომბები ცვივა…
იმიტომ, რომ თუ თქვენ დაგავიწყდათ, მე და ჩემნაირ უთვალავს არ დაგვიწყებია არც 1921, არც 1937, არც 1978, 1989, არც 1992/93 და მით უმეტეს 2008!
მოეგეთ გონს და ისტორიას მაინც გადახედეთ და მიხვდებით, რომ რაც არ უნდა დახურდავდეთ და ყველაფერი წმინდა „სკამების“ შენარჩუნებას შესწიროთ, ძალადობაზე და შიშზე აგებული ნებისმიერი სისტემა, როცა ჩამოშლას იწყებს, პირველი საკუთარ მონებს და ერთგულ მიმდევრებს ანადგურებს…
ძალიან მრცხვენია თქვენს მაგივრად!“ – წერს ხარატიშვილი.