ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე“ 2020 წლის ბუკერის პრემიის 13 ნომინირებულ ნაწარმოებს შორის მოხვდა. ბუკერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა ინგლისურ ლიტერატურაში.
ნომინირებული წიგნების გრძელი სია [longlist] 27 თებერვალს გამოქვეყნდა. მოკლე სია [shortlist] 2 აპრილს გამოქვეყნდება, გამარჯვებულს კი 19 მაისს გამოავლენენ.
ეს ნინო ხარატიშვილის პრესტიჟულ დაჯილდოებაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. მან 2019 წელს შილერის მემორიალური პრიზის, 2018 წელს კი ბერტოლდ ბრეხტის პრემიის მოპოვება შეძლო.