კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს, ნინო კვიტაიშვილს ე.წ. ტიტუშკის მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი სახეში მოხდა და დასჭირდა ოპერაცია.
„3 დღის წინ, „ტიტუშკების” ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც „ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.
საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს“,- წერს ნიკა მელია და ინფორმაციას ავრცელებს.