ნინო წილოსანი: მადლობა ირაკლი კობახიძეს გამძლეობისთვის, ადამიანობისთვის, მეგობრობისთვის

პუბლიკა

„გულწრფელად მინდა გითხრათ, ბოლო 8-წლიანი პერიოდი მარტივი არ ყოფილა. პირიქით, ბევრი სიბინძურე, ცრუ ბრალდებები და ტალახი იყო. პირადად ირაკლი კობახიძე იყო მუდმივი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო, და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა”.

ეს განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს.

„კოლეგები დამეთანხმებიან, ყოფილა მომენტები, როცა ირაკლი კობახიძის ფაქტორი გადამწყვეტი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობაში, იმიტომ, რომ ვენდობოდით და ვიცოდით, მისი ნაბიჯები არის სწორი და სახელმწიფოებრივი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო საქმიანობისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის. წარმატებები მას ახალ პოზიციაზე!“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.