პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. დადგენილებას 85 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
წილოსანმა თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა. მანამდე ის მე-10 მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნინო წილოსანის ნაცვლად 80 ხმით თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გელა სამხარაული აირჩიეს.