რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„დაახლოებით ერთი საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა რომ ერთ საათში მელოდებოდა გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება – „შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იეწურება, შიდა მოკვლევის მიხედვით დირექტორმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა” – ამბობს ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი.
„40 წელი ვიმუშავე საზოგადობერივ მაუწყებელზე… ზუსტად ორი წუთის წინ, საზმაუს დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ, ასე თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ, უნდ გაგიშვათო. რა თქმა უნდა ეს საქმე წავა სასამართლოში…
დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს მაგრამ მოკლვევის შედეგი არავის გაუცვნია, რომ აი ამის გამო, აი ამის გამო გიშვებთ”. – თქვა ნინო ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილი და ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს აკრიტიკებდნენ. ისინი ასევე გამოირჩევიან მედიის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით გამართულ აქციებზე, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებზე და ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის ბრძოლაში.