ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ.

ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა”, – წერს შსს.