„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ - პარლამენტთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ – სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, ზუბალაშვილების ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს. მათი მოთხოვნები იყო:

  • დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში;
  • ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია);
  • მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან;
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

პარლამენტთან აქციის პარალელურად გაიმართა კონტრაქციაც. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილმა, რომელიც „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელია, ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული პლაკატებით პანსიონის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპის სპირიდონს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

პარლამენტთან მობილიზებული იყო პოლიციაც.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისათის 23 ბავშვია დარჩენილი და სახალხო დამცველს ისევ არ აქვს შესვლის შესაძლებლობა.