ნიუ-იორკის მოქმედი მერი, ერიკ ადამსი თბილისში იმყოფებოდა. ინფორმაცია 20 დეკემბერს „ევრონიუსმა“ გაავრცელა. ვიზიტის ფოტოები გამოქვეყნდა Telegraph Hotel-ის Facebook-გვერდზეც.
„ევრონიუსის“ თანახმად, ადამსი საქართველოს „სილქ როუდ ჯგუფისა„ და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ჩამოვიდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ნიუ-იორკის მერმა მოინახულა სპორტული ავტომობილების ცენტრი Forza Tbilisi, რომელსაც საბა მიქავა ფლობს. საბა მიქავა ბიზნესმენია, რომელმაც ზაფხულში კახა კალაძეს წალენჯიხაში უმასპინძლა.
View this post on Instagram
უცნობია, შეხვდა თუ არა ადამსი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ან თბილისის მერ კახა კალაძეს. ინფორმაცია არც პარტიას და არც მერიას არ გაუვრცელებია.
ერიკ ადამსი ყოფილი პოლიციელია. ის ნიუ-იორკის მერი 2021 წელს გახდა, წელს კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.