საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გაემიჯნონ „ოცნებიდან“ გასული ოთხეულის განცხადებებს, იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტმა იცის, ოთხეულის წერილები და მთავრობის მესიჯბოქსი ერთ ადგილზე იწერება.
უსუფაშვილის თქმით, გაეროში მიმავალ პრემიერს ახლა ურთიერთობების დათბობა სჭირდება.
„ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის მოუწოდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეულის განცხადებებს. პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის დაუსვეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელების ელჩთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და გადაჭარბებული იქნება.