მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ინფორმაცია თავად მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.
„ნოდარ რუხაძე უკანონოდ დააკავეს პარლამენტის შენობასთან, მაშინ როდესაც ხმამაღლა აკრიტიკებდა საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ პოლიცია უკვე იტაცებს აქტივისტებს „მონა“ შეძახილების გამო“, – წერს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი Twitter-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუხაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.