ნოემბრის შუა რიცხვებში დღეში, ალბათ, 3000-4000 ახალი შემთხვევა გვექნება – იმნაძე

პუბლიკა

ნოემბრის შუა რიცხვებში, ალბათ, დღეში 3000-4000 ახალი შემთხვევა გვექნება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ

შეკითხვაზე: რამდენ ინფიცირებულს ელოდებიან ეპიდემიოლოგები ნომებრის შუა რიცხვებში, იმნაძე პასუხობს:

„ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები, სხვადასხვა მეთოდით  – დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. 3000-4000 დღეში ალბათ”.


დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 350.