„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნონა მამულაშვილი ეთიკის კომიტეტისგან რეაგირებას ითხოვს.
სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების“ კლასიკური პასუხი იყო ის, რომ ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. მე კი ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. ეთიკის კომიტეტის წევრი ვარ და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ“, – განაცხადა მამულაშვილმა.