ნონა მამულაშვილს გადაცემაში ჭიქა ესროლეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნონა მამულაშვილს „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში სტუმრობისას „ვეტერანთა ლეგიონის“ წარმომადგენელმა მალხაზ თოფურიამ ჭიქა ესროლა.

გუშინ „პატრიოტთა ალიანსმა” და სხვა პრორუსულმა ორგანიზაციებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს, მათ შორის იყო მალხაზ თოფურიაც.

გადაცემაში მამულაშვილმა მას მოღალატე უწოდა, შემდეგ ხურდები მიაყარა და უთხრა, რომ „ეს 30 ვერცხლია”. ამის შემდგომ თოფურიამ მას ჭიქა ესროლა.