ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა

პუბლიკა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ხიდის ჩავარდნა.

„ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.