ნორვეგიაში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა 5 ადამიანი მოკლა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ნორვეგიაში, ქალაქ კონგსბერგში კაცმა მშვილდ-ისრით 5 ადამიანი მოკლა და 2 დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო. ფაქტზე დაკავებულია 37 წლის დანიელი მამაკაცი.

საგამოძიებო უწყების სპიკერის განცხადებით, პოლიციას მიაჩნია, რომ ის მარტო მოქმედებდა და გამოძიებით დადგინდება, იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული ტერორისტული აქტი.