„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალი რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით” – ამ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
სამინიტრო ახსენებს „ე.წ. უცხო აგენტების კანონს” და ინიციატივებს, „რომლებიც შესაძლებელს ხდის ოპოზიციური პარტიების აკრძალვას”.
განცხადების მიხედვით ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას, გამოხატვის თავისუფლების შელახვით, სამოქალაქო სივრცის და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო:
- „ფარას ქართული თარგმანი“;
- მედიის შემზღუდავი ორი ცვლილება;
- სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის ჩამატების ცვლილება;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილება, რომლითაც საჯარო მოსამსახურეებს და მოსამართლეებს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელის ნებართვა სჭირდებათ;
- ასევე განიხილეს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან NGO-ების ამორიცხვის პაკეტი, რომელიც მოიცავს ცესკოს წევრებისა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის წესის ცვლილება.
- სამი მოსმენით მიიღეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს თეატრების ხელმძღვანელობის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმებასაც.