„ნოვავაქსთან" მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე

პუბლიკა

“რამდენადაც ვიცი, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია “ნოვავაქსთან” მიღწეულია შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

მისი ინფორმაციით, „ნოვავაქსი” დაახლოებით ივლისოს ბოლოს მიიღებს საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას.

“წინასწარი მონაცემებით, ვაქცინების მოწოდებას წინ არაფერი უდგას, რადგან საქართველომ „ნოვავაქსთან” ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია. ეს პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს.

შემოდგომა ზამთრისთვის დაახლოებით 700 000 ადამიანი რომ აიცრას, ეს 25%-ია და ცუდი არ არის, წლის ბოლომდე კი კიდევ ბევრი მოლაპარაკებებია, რომელთა გახმაურება კარგი არ იქნება”. – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმითვე „ნოვავაქსის” ვაქცინა იქნება საუკეთესო, მისი დამზადების ტექნოლოგიის გამო.