ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

მოზარდი, სავარაუდოდ, მაღალი სართულიდან ან სახურავიდან ჩამოვარდა. მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოზარდის ცხედარი გვიან ღამით ნახეს.

„პუბლიკას„ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.