ამაშუკელის ქუჩაზე „კაფე ვერდესთან” არსებულ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, პირველადი შეფასებით, მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. სააგენტოს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.