ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 24 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, კორპუსის მცხოვრებთა ნაწილმა თავისით გამოთქვა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის სურვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ე.წ „საბურთალოს კლასტერიდან” ერთ-ერთ ინფიცირებულ პაციენტს კორპუსის მცხოვრებლებთან ჰქონდა კონტაქტი, რის გამოც კონტაქტების მოძიების პროცესში მათი საკარანტინო ზონაში გადაყვანა გადაწყდა.