ნუკრი ქანთარია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრს დირექტორად დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ის დღეს, პირველ დეკემბერს წარუდგინეს თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს, თეატრის დირექტორის პოზიციაზე ალექსანდრე ქანთარია წარუდგინა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ნუკრი ქანთარიამ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობა 1 ნოემბერს დატოვა. ამას წინ უძღოდა მსახიობების პროტესტი. ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან ითხოვდა. „ბათუმელების“ ცნობით, მსახიობები აცხადებდნენ, რომ მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა.