ნუკრიანში საზოგადოებრივი ცენტრის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო – შსს

პუბლიკა

„სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში მდებარე  საზოგადოებრივი ცენტრიდან 112-ში საგანგებო შეტყობინება შევიდა, შენობაში მომხდარი დაზიანების შესახებ. დაიწყო გამოძიება“, – ამის შესახებ „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული  9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივ ცენტრში დაზიანებულია ჭერი, ინვენტარი, მათ შორის, ბანკომატიც. ამას უწყებაშიც ადასტურებენ.

ნუკრიანში მომხდარი შემთხვევის შესახებ დღეს საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა დაწერა.

„სიღნაღთან, ნუკრიანში გამგეობის შენობა ააფეთქეს და შენობაში ჩამონტაჟებული ბანკომატი წაიღეს. ხელი გადაუსვით შს მინისტრს გომელაურს, სავარძელი დაუთბილეთ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.