ობიექტი გავაფრთხილეთ, რომ ღონისძიება დაიშალოს - შრომის ინსპექცია

პუბლიკა

„ობიექტს მიეცა მკაცრი გაფრთხილება, რომ მოახდინოს ღონისძიების დაშლა. აღნიშნული ქმედების განმეორებისთვის შესაბამისი ქმედება იქნება გამოყენებული” – ამის შესახებ სასტუმრო ვინოტელთან შრომის ინსპეციის წარმომადგენელმა განაცხადა.

სასტუმრო „ვინოტელთან” პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. მათ სასტუმროში შუქი ჩააქრეს.

ამ სასტუმროში იმყოფება რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი.

აქციაზე ისმის ხმაური, სასტვენების ხმა, საპროტესტო შეძახილები.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით – „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.