ო'ბრაიენი: პარლამენტში წარდგენილი ინიციატივები ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის

პუბლიკა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც „საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის”.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის.

შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩათვლით“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.