აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და OC Media-ს კონტრიბუტორმა, ბაჰრუზ სამადოვმა აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა დაიწყო.
OC Media-ს ცნობით, ჟურნალისტმა ულვია ალიმ განაცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამადოვის ადვოკატის საჩივარი ციხიდან მისი გათავისუფლებისა და შიდაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ბაჰრუზ სამადოვის შემდგომი სასამართლო სხდომა 7 მარტს არის დანიშნული, მაგრამ ის დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ბაჰრუზ სამადოვი დოქტორანტურაზე სწავლობს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. ის ასევე წერდა სხვადასხვა მედიისთვის, მათ შორის, ქართული ინგლისურენოვანი გამოცემა OC Media-სთვის და ადვოკატირებდა მშვიდობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
ამის გამო, 2024 წლის აგვისტოში ბაჰრუზ სამადოვი დააკავეს და ბრალი ღალატის მუხლით აქვს წარუდგინეს. მას 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.