ტელეკომპანია „მთავარი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევა, ტელევიზიის დაკვეთით, IPSOS-მა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 23%
- ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 18%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
- ევროპული საქართველო – 4%
- ლელო – 3%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- გირჩი – 1%
- პატრიოტთა ალიანსი – 1%
- ერთიანი საქართველო – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 1%
- არ ვიცი / უარი პასუხზე – 41%
პასუხები ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 40%
- ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
- ევროპული საქართველო – 7%
- ლელო – 4%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- გირჩი – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ერთიანი საქართველო – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 1%
კითხვაზე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ რომ ხელისუფლება შეიცვალოს თუ იგივე დარჩეს? – პასუხები ასე გადანაწილდა:
- მინდა იგივე დარჩეს 26%
- მინდა შეიცვალოს 49%
IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.