„ოცნება" 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს - მცირდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავენ, სადაც უნდა განიხილონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევების მომზადებასთან დაკავშირებული და სხვა პოლიტიკური საკითხები.

კობახიძის თქმით, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ პოლიტსაბჭოს ახალ, შემცირებულ შემადგენლობას.

ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, თორნიკე რიჟვაძე, ვახტანგ გომელაური, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი. 

კობახიძის თქმით, მცირე ცვლილებები შედის პარტიის წესდებაში და პოლიტსაბჭოს ნაცვლად 20 წევრისა ეყოლება 16 წევრი, თავმდჯომარის ჩათვლით.

„ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე. „ისინი არ იყვნენ ბოლო პერიოდში ჩართულები პარტიის საქმიანობაში, აღარ არიან წარმოდგენილები პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ეს ერთად ერთად მიღებული გადაწყვეტილებაა” – თქვა კობახიძემ.