„ოცნება“ - 33%, „ერთიანობა“ - 19%, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 13% - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგ შედეგებს ასაჯაროებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ – 33%
  • „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19%
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 13%
  • „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 12%
  • გახარია – საქართველოსთვის“ – 11%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 4%
  • „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3%
  • სხვა პარტიები – 1%

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიხედვით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 17-დან 29 სექტემბრამდე შუალედში.