„ოცნება“ - 34%, „ერთიანობა“ - 18%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14% - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგ შედეგებს ასაჯაროებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ – 34%
  • „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 14%
  • „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10%
  • გახარია – საქართველოსთვის“ – 11%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 5%
  • „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3%
  • სხვა პარტიები – 1%

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 – 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.