„ოცნება“ - 40.3%, ენმ - 27.97% | დათვლილია თბილისის ყველა უბანი

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში დათვლილია უბნების 100%. თბილისის პროპორციული არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ – 40.3%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.97%
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 8.85%
  • „ლელო“ – 3.63%
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.3%
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 2.57%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 2.45%
  • „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.01%
  • „ევროპული საქართველო“ – 1.18%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.65%
  • ლეიბორისტები – 1.32%
  • ელენე ხოშტარია – დროა – 2.15%
  • „გირჩი“ – 1.62%

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვა. ერთ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტური გაიმართება ასევე თბილისის მერის არჩევნებშიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით (დათვლილია 96.23%),  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძემ ხმების 44.96% მოიპოვა, ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ – 33.94%.