არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს (PVT) აქვეყნებს.
ISFED-ის მიხედვით, პარალელური დათვლით ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
- „ქართულმა ოცნება“ – 45.8%; ცდომილების ზღვარია – 0.7%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 45.1%, მაქსიმალური – 46.5%;
- ენმ – „ძალა ერთობაშია“ – 26.4%; ცდომილების ზღვარია – 0.6%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 25.8%, მაქსიმალური – 27%;
- „ევროპული საქართველო“ – 3.7%; ცდომილების ზღვარია – 0.2%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 3.5%, მაქსიმალური – 3.9%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%; ცდომილების ზღვარია – 0.1%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 3%, მაქსიმალური – 3.2%;
- „ლელო“ – 3.1%; ცდომილების ზღვარია – 0.2%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 2.9%, მაქსიმალური – 3.3%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%; ცდომილების ზღვარია – 0.1%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 2.9%, მაქსიმალური – 3.1%;
- „გირჩი“ – 2.8%; ცდომილების ზღვარია – 0.2%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 2.6%, მაქსიმალური – 3%;
- „მოქალაქეები“ – 1.3%; ცდომილების ზღვარია – 0.1%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური – 1.4%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1%; ცდომილების ზღვარია – 0.1%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური – 1.1%;
- „ერთიანი საქართველო“ – 0.9%; ცდომილების ზღვარია – 0.1%, შესაბამისად, მინიმალური შედეგი – 0.8%, მაქსიმალური – 1%.
ISFED-ის მიხედვით, PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია თავიანთი დამკვირვებლების 96.1%-ისგან.
ასევე, ISFED-ის განცხადებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 3.5% (0.1%-ანი ცდომილების ზღვარით). ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელს (3.2%).