,,ოცნება” და ,,ხალხის ძალა” არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას

პუბლიკა

,,ქართული ოცნება” და ,,ხალხის ძალა” საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ხალხის ძალა ,,ოცნების” ,,მეგობრების ჯგუფია”.

,,მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც “ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის,  იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილოებას”, – თქვა მდინარაძემ.