„ქართული ოცნება“ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობას უკრძალავს.
„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება ირაკლი კობახიძემ 20 თებერვალს გამოსცა. აკრძალვა ძალაში 1 მარტიდან შევა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებისთვისწლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე და განისაზღვრება კვოტები:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.