„ქართულ ოცნებას” რუსულ კანონში ცვლილება შეაქვს – ცვლილებების მიხედვით, მისი აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადადის.
„ოცნების” დეპუტატები პროექტში წერენ, რომ ვინაიდან აუდიტის სამსახური ახორციელებს „ქართული ოცნების” FARA-სა“ და გრანტის გაცემა-მიღების მონიტორინგის, ეფექტიანობის კუთხით, მიზანშეწონილი იქნება აუდიტის სამსახურს ასევე დაექვემდებაროს რუსული კანონის აღსრულებაც.
„გარე ძალების მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს” აგრეთვე არეგულირებს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწიწებულ უფლებამოსილებებს.
ამდენად, გარე ძალების გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანად აღრიცხვისა და მონიტორინგის განსახორციელებლად მიზანშეწონილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ავტორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.