„ოცნება“ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შესახებ გამართა ბრიფინგი. პარტიის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.

შეკითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“ 50,9%
„ნაციონალური მოძრაობა“ 25,2%
„საქართველოსთვის“ 5,7%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3,4%
„პატრიოტთა ალიანსი“ 3,1%
„ლელო“ 2,9%
„მოქალაქეები„ 2,6%
„მესამე ძალა“ 1,7%
„ევროპული საქართველო“ 1,1%
„ლეიბორისტული პარტია„ 0,9%
„გირჩი“ 0,4%
სხვა პარტიები 2,1%

შეკითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 57,9%
ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27,8%
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 5,3%
ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2,5%
გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 2,1%
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%
თამარ კეკენაძე („მესამე ძალა„) 0,6%
მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,5%
სხვა კანდიდატები 1,7%

პარტიის წარმომადგენლის თქმით, კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს.