„ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის პარალელურად მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტეტიტორიაზე მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, ითხოვენ დამნაშავეების დასჯასა და მთავრობის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და ყურადღება 5 ივლისის მოვლენებზეც გაამახვილა:

„რაც ჩვენს ქალაქში განვითარდა 5 ივლისს. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომოვალს და ყველა ის ადამაინი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ძალადობაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – განაცხადა კალაძემ.