„ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ანტიკორუფციულის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ბიზნესომბუდსმენის გაუქმებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას.

ამ ორი სამსახურის ფუნქციები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, „ოცნების“ პარლამენტმა მხარი  დაუჭირა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას.

როგორც „ოცნება“ აცხადებს, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს „მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან. სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.