„ოცნებამ“ უბნების 14.43% დაითვალა | ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ამ ეტაპზე დათვლილი უბნების მონაცემებზე ისაუბრა. მისი თქმით, 3 743 უბნიდან ჯერ დათვლილია მხოლოდ 544 უბანი.

„ეს არის უბნების 14. 43%, ანუ მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა. შედეგი ამ ეტაპზე არის:

„ქართული ოცნება“ – 52.54%

„ნაციონალური მოძრაობა“ – 29. 45%

„საქართველოსთვის“  – 5. 71%

სხვა პარტიებს აქვთ უფრო  დაბალი მონაცემები. ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.